“რუსეთის სამხედრო ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გრაფიკთან სრულ შესაბამისობაში მიდის, გეგმის მიხედვით, ხდება ყველა დასახული ამოცანის გადაჭრა“– განაცხადა ხუთშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმია “ნეონაცისტებს“ ებრძვის, რომლებიც თითქოსდა ცოცხალ ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იფარებენ. მისი თქმით, ეს იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს.
პუტინმა კვლავ გაიმეორა მისი რიტორიკის მთავარი თეზისები: თქვა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, დასავლეთი კი უკრაინაში “ანტი–რუსეთს“ ქმნის.