საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი მაღალჩინოსანი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, ისტორიაში დარჩება, როგორც საზოგადო მოღვაწე.
სუბელიანის პროგნოზით შესაძლოა მომავალმა თაობამ ნიკა გვარამია გმირად შერაცხოს.
„გვარამია იყო „რა? სად? როდის?“ კარგი მოთამაშე, კარგი იურისტი, კარგი ადვოკატი, კარგი დეპუტატი, კარგი მინისტრი, ჩემი კარგი კოლეგა, ტელევიზიის ძალიან კარგი დირექტორია, მაგრამ მგონი ისტორიაში, მაინც როგორც საზოგადო მოღვაწე ისე შევა. ამ ჭირს თუ მოგვაშორებს რაც ქვეყანას თავს ადგას, მომავალი თაობები გმირად შერაცხავენ და ისტორიის სახელმძღვანელოებში შეიტანენ“, – წერს კობა სუბელიანი.