“თქვენ ხართ ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

თქვენ ხართ ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მე ვარ დღეს იქ სადაც საქართველო უნდა იდგას. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ღირსების, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდექით იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის.

ჩვენც იქა ვართ ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის, ჩემი თანადგომა და თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენთ დღეს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, – ამბობს ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share