,,ომის პარტია”
,,ოპოზიციას ომი უნდა”
ოცნების ზოგიერთი მხარდამჭერი ამას მართლა იჯერებს, ზოგიც – თვალთმაქცობს, რომ ხელისუფლების პოზიცია ვითომ მშვიდობის მანტიით გაამართლოს და აზროვნებს შემდეგნაირად : ოღონდ ქართული ოცნება დარჩეს და წყალსაც წაუღია ყველაფერი.
მოდი დავუფიქრდეთ ხელისუფლების ამ თეზისებს.
რატომ შეიძლება, საქართველოში ვინმეს რუსეთთან ომი უნდოდეს ?
რას მიიღებს აქედან – მოკლავენ, მოუკლავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს; დაუნგრევენ სახლებს; დაბომბავენ ქალაქებსა და სოფლებს; ხალხს დაენგრევა აწმყოც და მომავალიც.
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე რომ გოგოები და ბიჭები დგანან, მათ უნდათ, ეს ყველაფერი მოხდეს მათ თავს და მათ ქვეყანაში ?!
რუსი არ გაარჩევს ქოცს, ნაცსა და ნებისმიერ სხვას.
თუ რუსები თბილისში შემოვლენ, ბიძინას ჩამოაგდებენ, ნაცებს დასვამენ ხელისუფლებაში და თვითონ უკან გაბრუნდებიან ?
წარმოგიდგენიათ, რას ლაპარაკობს ხელისუფლება ? რა აბსურდს ქადაგებს ?
ხალხი რუსთაველზე იმისთვის დგას, რომ ომი არ მოხდეს და მარტო არ დავრჩეთ რუსეთის პირისპირ ! თუ მარტო დავრჩით, ზუსტად მაშინ მოხდება ეს ყველაფერი ან პირდაპირ ჩაგვაბარებენ.
ამიტომ ქართული ოცნება კაპიტულაციის პარტიაა, რასაც არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი. ქართული ოცნება გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მეგობრების გარეშე. წარმოიდგინეთ, უკრაინა ახლა მეგობრების გარეშე რომ დარჩენილიყო …
მაპოვნინეთ ერთი ადამიანი, ვისაც ომი უნდა ?
ეს ხალხი რუსთაველზე იკრიბება მშვიდობისთვის, უკეთესი და დაცული მომავლისთვის. ძლიერი მეგობრების მოსაპოვებლად დასავლეთში, რომ მტერმა მარტო არ დაგვიგულოს.” – წერს ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში.