შშმ პირის ცემა პოლიციელის მიერ – ,,ოცნების ” მთავარ ოფისთან აქცია იწყება

დაისაჯოს მოძალადე პოლიციელი – სამოქალაქო აქტივისტების აქცია ,,ქართულ ოცნებასთან” და პოლიციის შენობებთან უახლოეს საათში დაიწყება. ხალხი ქუჩაში გამოსვლას აანონსებს.

მას შემდეგ, რაც ,,ტვ პირველის ” კადრებში 17 წლის შშმ პირზე ძალადობის კადრები გავრცელდა, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციისთვის მზადება დაიწყეს. მათი ინფორმაციით, პროტესტი იქნება როსტომ მეფის სასახლესთან, სადაც ,,ოცნების” მთავარი ოფისია, ასევე პოლიციის განყოფილებებთან.

ამ კადრებში ვნახეთ გაგარძელება იმ ამბისა, რასაც ჰქვია მოძალადე, მწამებელი სისტემა. ეს მსხვერპლი რომ ჩამოვთვალოთ, დემურ სტურუა, თამარ ანთელავა, ლუკა სირაძე, თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს ადამიანები არიან მოძალადე სისტემის პირდაპირი მსხვერპლები. მათი მკვლელები კი დაჩქარებული წესით გაათავისუფლეს, ან გარკვეული შეღავათებით. 

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვითხოვოთ იმ პოლიციელების დაკავება, ასევე ამ ამბის თვითმხილველი მეორე პოლიციელის და მათი ხელმძღვანელის გათავისუფლება სამსახურიდან. 

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, შემდეგი შესაძლებელია, ნებისმიერი თქვენგანი იყოს. – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა.

პოიციელის მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადბის ამსახველი შემზარავი კადრები “ტვ პირველმა” რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?”.

მოპოვებულ კადრებში აღბეჭდილია როგორ ურტყამს გომელაურის უწყების თანამშრომელი ახალგაზრდას. 

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share