”ორი ამოცანა აქვს ამ ქვეყანას სასწრაფოდ გადასაჭრელი. პირველი არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. მეორე არის სახელმწიფოს დაბრუნება, იმიტომ, რომ სახელმწიფო ამ მომენტისთვის მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს გაყალბებული არჩევნების შედეგად, რომელსაც ყველა მონაწილე პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი და შემდეგ დაესვა კითხვის ნიშანი, რომ შემდეგ არჩევნებზე მოსახლეობას გაგვეცა პასუხი გაყალბდა თუ არა წინა არჩევნები. ეს არჩევნები კიდევ უფრო უარესად გაგვიყალბეს. დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, დღეს ჩვენ გვყავს უზურპატორი”.
ამის შესახებ ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.