ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დახმარებების შეწყვეტა მხოლოდ განიხილება, თუმცა „ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში, რომ პროგრესი გამოჩნდეს“.
,,ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს“, – განაცხადა სენატორმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
სენატორის განცხადებით, ამ ეტაპზე დახმარებების შეწყვეტის კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ მიმდინარეობს.
,,არ ვფიქრობ იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე არა“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.