გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, უკრაინიდან წამოსულმა ლტოლვილების რაოდენობამ შესაძლოა, მალე 1.5 მილიონს გადააჭარბოს.
“ეს ყველაზე სწრაფად მოძრავი ლტოლვილთა კრიზისია, რომელიც ჩვენ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვნახეთ”,- ამბობს UNHCR-ის წარმომადგენელი.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინა დაახლოებით 1.3 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მათგან ნახევარზე მეტი პოლონეთმა მიიღო. უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ასევე მაღალია უნგრეთსა და რუმინეთში. თუმცა, როგორც ცნობილია, ლტოლვილების ნაწილი აღნიშნული ქვეყნებიდან შემდეგ სხვა ქვეყნებში გადადის.