სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატის 8 მარტს ჩატარებული ლინგვისტური გამოცდების [ოსური და რუსული ენების] პირველი შედეგები გამოაცხადა. ესენი არიან: ვლადიმერ ფუხაევის ანატოლი ბიბილოვი, იბრაგიმ გასეევი, გენო კაჟაევი და ალან გაგლოევი.
„ორმა კანდიდატმა – ვლადიმერ ფუხაევმა და გენო კაჟაევმა ვერ ჩააბარეს გამოცდა. შესაბამისად, გამოდის, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა სახელმწიფო ენებში. პრეზიდენტობის დანარჩენმა სამმა პრეტენდენტმა – ანატოლი ბიბილოვმა, იბრაგიმ გასეევმა და ალან გაგლოევმა ლინგვისტური ტესტები ჩააბარეს და დადებითი შეფასება მიიღეს”, – დააზუსტა დე ფაქტო ცენტრალური სააარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა იგორ ჩოჩიევმა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის 15 კანდიდატი, 8-დან 10 მარტამდე, ოსური და რუსული ენების ცოდნის ლინგვისტურ გამოცდას აბარებს.
თითოეულმა მათგანმა უნდა დაწეროს ორი კარნახი ოსურ და რუსულ ენებზე და გაიაროს ზეპირი გასაუბრება კომისიის წევრებთან. „აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ცესკოსთვის საჭირო დოკუმენტაციის პაკეტისა და მხარდამჭერთა ხელმოწერის ფურცლების მიწოდების გარდა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა ოსური და რუსული ენების ცოდნის დონეზე. კანდიდატებმა უნდა დაწერონ ორი კარნახი – ოსურ და რუსულ ენებზე, ასევე მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია არანაკლებ ხუთი წუთის ხანგრძლივობით“. -განმარტავენ ცესკოში.
რადიო თავისუფლება