სანამ რუსი ოკუპანტები ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მშვიდობიან უკრაინის ქალაქებს ბომბავს, თავად დიქტატორი ბუნკერში იმალება, ხოლო მისი საყვარელი ქალი, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა ოთხ შვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება – ამის შესახებ Page Six იტყობინება.
„მიუხედავად იმისა, რომ პუტინი თავს ესხმის უკრაინას, თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და ქმნის ლტოლვილთა კრიზისს, მისი ოჯახი იმალება ძალიან იზოლირებულ და ძალიან უსაფრთხო სივრცეში, სადღაც შვეიცარიაში – ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის“, – აცხადებენ წყაროები.
პუტინი კაბაევასთან ურთიერთობების აფიშირებას არ აკეთებს, მაგრამ მათი სასიყვარულო ამბის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ტანმოვარჯიშესთან რუს დიქტატორს ოთხი შვილი შეეძინა. წყაროების მიხედვით, 7 წლის ტყუპი გოგოები და ორი ვაჟი. ყველა ბავშვს აქვს შვეიცარიული პასპორტი. კაბაევაც ალბათ შვეიცარიის მოქალაქეა.
უცნობია, იმოქმედებს თუ არა კაბაევზე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
შეგახსენებთ, რომ პუტინს ლუდმილა შკრებნევასთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი, 36 წლის მარია და 35 წლის კატერინა.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ტელეკომპანია რადას ეთერში განაცხადა: არის ინფორმაცია, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ურალის ბუნკერში იმყოფებოდა.