ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA “ტელეგრამზე” ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, თანამშრომლობის განვითარებასა და ეკონომიკური სანქციების მოქმედებას.
საუბარი შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც.