უკანასკნელი მონაცემებით, ყოველმა მეორე კიეველმა ახლა დედაქალაქი დატოვა, აქ 2 მილიონზე ცოტა ნაკლები ადამიანი დარჩა, მიუხედავად ამისა, კიევი ახლა გადაიქცა ციხესიმაგრედ, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში ყოველი ქუჩა, შენობა და ბლოკპოსტი გამაგრებულია.
“ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა და ამ მიმართულებით მათ ყველანაირად ვეხმარებით. ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა. ყველა ამბობს, რომ არაფერი მოხდება, რომ ქალაქს არ ჩააბარებენ და მტერი ვერ შემოვა.
ყველას შემიძლია ცხადად ვუთხრა, დედაქალაქი იდგა, დგას და იდგება”, – განაცხადა კიევის მიერმა.