სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება. თავად სასულიერო პირი ამჟამად ქალაქ როვნოშია, ბელარუსიის საზღვართან ახლოს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ის სიწყნარეა.
მისი თქმით, ყველაზე რთული ვითარება სუმსა და მარიუპოლშია და ოკუპანტები არ ინდობენ არავის
“ორი სასულიერო პირი უკვე მოგვიკლეს. ჯერ აწამეს უსასტიკესად და შემდეგ დახვრიტეს. ხარკოვი მაშინ დაიბომბა, როცა მიცვალებულები გამოჰყავდათ. რუსებმა საკუთარი მიცვალებულებიც კი დაბომბეს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს, ალბათ კვალის დაფარვას ცდილობენ. სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ.” ამბობს სასულიერო პირი “ნეტგაზეთთან”