ნიკოლაევში, ოკუპანტებმა მშობიარეს სამშობიაროში წასვლის უფლება არ მისცეს – ქალი ექიმებმა ვიდეოკომუნიკაციით ამშობიარეს

ნიკოლაევის რაიონის სოფელ კანდიბინოში ექთანმა და ქალაქის მეან-გინეკოლოგმა ქალი ვიდეოკომუნიკაციით ამშობიარეს.

კომენდანტის საათის დროს, ოკუპანტებმა, მშობიარე ქალს უახლოეს საავადმყოფოში მისვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, ჯანდაცვის რეგიონულმა და საქალაქო განყოფილებებმა მოაწყეს ვიდეო კომუნიკაცია ნიკოლაევის  სამშობიარო საავადმყოფოს მედდას, რომელიც კანდიბინოში ცხოვრობს, ტატიანა პავლოვასა – და ქალაქის მეან-გინეკოლოგ ლუდმილა ჩინიაკოვას შორის.

ქალს ბიჭი შეეძინა და ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share