ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს სოციალურ ქსელში წერს:
“მესამე მსოფლიო ომი
დასავლეთი vs რუსეთი:
პოლიტიკური ომი – გამარჯვება.
საერთაშორისო პლატფორმაზე.
სამხედრო-სტრატეგიული ომი – გამარჯვება.
ნატო კიდევ უფრო ერთიანი და მობილიზებული გახდა.
სამხედრო-ტაქტიკური ომი – გამარჯვება.
ვერ განხორციელდა ბლიცკრიგი, ვერ მოხერხდა დემორალიზება.უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია აგრესორთან ბრძოლაში.
ეკონომიკური ომი – გამარჯვება.
უპრეცედენტო სანქციები, ცივილიზებული სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობის ფონზე.
საინფორმაციო ომი – გამარჯვება.
მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია ომის შეფასებაში.
მსოფლმხედველობრივი ომი – გამარჯვება.
მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია იმაში, რომ დაუშვებელია ძლიერისგან სუსტის დაჩაგვრა. არჩევანის თავისუფლებაში ყველა თანაბარია.
დარჩა სამხედრო-ტექნიკური ომი – რომელში გამარჯვებაც დროის ამბავია და დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს”, – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.