ბრიტანული გამოცემა Express რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამოცემას უთხრა, “პუტინი მოძალადეა და ახლა ის ჭკუიდან არის გადასული”. ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ვაშინგტონს პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აფრთხილებდა.
“ჯერ კიდევ 2006 წელს გავაფრთხილე ამერიკა, რომ ის [პუტინი] მე და ჩემს ქვეყანას ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით გვემუქრებოდა. ჩემი ამერიკელი მეგობარი ფიქრობდა, რომ მე ვაჭარბებდი”,-თქვა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან.