პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელმაც უკვე მოასწრო და საზოგადოებას ერთპარტიული პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს თავი დაამახსოვრა თავის განცხადებებით, ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო.
“პოსტ ფაქტუმი” ბოლქვაძისგან დაინტერესდა რას ფიქრობს გავრილოვის ღამეზე? ღამეზე, როდესაც რუსი კომუნისტი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომის გაპროტესტებისთვის ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, სცემეს, დაასახიჩრეს და დაიჭირეს?
ეს ყველაფერი ბოლქვაძისთვის “ჯიკაობა” და “პარლამენტში შეჭრის მცდელობაა” – ისევე როგორც მისი მხარდაჭერილი ხელისუფლებისთვის.
თქვენ მეუბნებით, რომ რაღაც საშინელება მოხდა… თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში და უნდათ… მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს. ძალიან დიდ ჯიკაობას….არა რატომ იყო არ ვიცი, მაგრამ ხომ იყო ეს ?
ელისო ბოლქვაძეს არ ესმის რატომ უნდა იდგეს ახალგაზრდა ქუჩაში, აპროტესტოს რამე და ურჩევს მათა- “იმეცადინონ”
ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით და უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს….გავრილოვი არაფერ შუაში არ არის დღეს…არც 20 ივნისს არ ვეხები. მე დღეს არ განვიხილავ ამ თემებს” ამბობს ელისო ბოლქვაძე