„ვრემიას“ ეთერში ანტისაომარი პლაკატით რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევარდა.
14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, შეეცადა პროგრამა „ვრემიას“ ჩაშლას.
ის კადრში შევარდა, როდესაც წამყვანი ეკატერინა ანდრეევა სანქციებზე ლაპარაკობდა. ქალს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით „შეწყვიტეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ“. მან რამდენჯერმე გაიმეორა „შეწყვიტეთ ომი! არა ომს“, რის შემდეგაც ეთერში დაიწყო სიუჟეტი სანქციებზე.
ოვსიანიკოვა დააკავეს. ის დაკითხვაზეა.
სავარაუდოდ, ოვსიანიკოვას წინააღმდეგ შედგენილია პროტოკოლი ადმინისტრაციული მუხლით 20.3.3, რომელიც რუსული არმიის დისკრედიტაციას ეხება (მუხლი დამატებულია რუსეთის ფედერაციის ახალ კანონში „ფეიკების“ შესახებ). უფლებადამცავი ჯგუფის „აგორას“ ხელმძღვანელის, პაველ ჩიკოვის ცნობით, დაკავებულის დასაცავად გაემგზავრა ადვოკატი დანიილ ბერმანი.
მომხდარის შემდეგ მარინა ოვსიანიკოვას ფეისბუკის გვერდზე გაჩნდა ასობით კომენტარი მადლიერების სიტყვებით სხვადასხვა ენაზე.
წყარო: ზღარბი