ეს კიევია, ეს ევროპაა 21-ე საუკუნე, პუტინი უბრალოდ კლავს ხალხს | გონჩარენკო დაბომბილი ქალაქიდან

რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო დილიდან კიევის დაბომბილ ქუჩებში იმყოფება. მან სპეციალური ვიდეო მიმართვ ჩაწერა და თქვა, რომ ის, რასაც პუტინი აკეთებს ხალხის წინააღმდეგ ტერორია:

“მეგობრებო ეს კიევია, ეს ევროპაა 21-ე საუკუნე. ისეთი ტალღა იყო, ახლაც იწვის მანქანები. ეს ჩვენი მეგაპოლისია. პუტინი უბრალოდ კლავს ხალხს. ეს ტერორია ხალხის წინააღმდეგ”,- რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო. 

დედაქალაქის ქუჩებში იმყოფებოდა მსოფლიო ჩემპიონი კრივში და კიევის მერის ძმა, ვლადიმერ კლიჩკო. ვიოდეომიმართვაში, რომელიც მან დაბომბილი ქალაქიდან ჩაწერა, ამბობს, რომ ასე გამოიყურება პუტინის ომი მშვიდობიან მოქალაქეებთან.

“ასე გამოიყურება რუსეთის ბრძოლა მშვიდობიან მოსახლეობასთან. დანგრეული შენობები, დანგრეული ინფრასტრუქტურა. ამ წუთას მუნიციპალურ ავტობუსს მოხვდა რაკეტა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ეს კიევია და კიდევ ბევრი ქალაქი ინგრევა. ეს არის სიმართლე. ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ასე გამოიყურება ესყველაფერი”,- ამბობს კიევის მერის ძმა, ვლადიმერ კლიჩკო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share