მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლოში რუსი ჟურნალისტის მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 14 მარტს მთავარი საინფორმაციო გამოშვების „ვრემიას“ მიმდინარეობის დროს, ეთერში ომის საწინააღმდეგო ტრანსპარანტით გამოჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება 260 დოლარის სახით, საზოგადოებისათვის შრომა ან 10 დღემდე პატიმრობა.
გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტს ბრალდება არ წაუყენეს რუსეთის ახალი კანონის მიხედვით, რომელიც „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ ეხება.
სასამართლო პროცესამდე რუსი ჟურნალისტის ადვოკატი წერდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ოვსიანიკოვა სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, 14 მარტს რუსეთის პირველის არხის მთავარი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა „ვრემიას“ ეთერში მიმდინარეობის დროს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ტრანსფარანტით გამოჩნდა.
მოგვიანებით კი რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოვსიანიკოვა დააკავეს.
pia.ge