ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა დაავალა

მართლმსაჯულების საერთშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მხარის სარჩელი და რუსეთის მხარეს დაავალა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

არსებობს დავა უკრაინასა და რუსეთს შორის. უნდა დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი გენოციდს დონეცკის ოლქში. უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა უკრაინის მხრიდან რუსების გენოციდი. 

რუსეთის განცხადებები რეალურად სინამდვილეს არ შეესაბამება. პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში არსებულ სიტუაციას საშინელება უწოდა. 

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი უთხრას რუსეთის ფედერაციას თხოვნაზე, შეწყვიტოს საქმის წარმოება ჰააგის სასამართლოში. 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და მათ სულიერ განადგურებას. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უკრაინელი ხალხის სიცოცხლის მოსპობას იწვევს. – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, დაემორჩილება თუ არა ოფიციალური კრემლი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share