შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა. აღსაღნიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაიდენმა პუტინი მსგავსი ტერმინით მოიხსენია.
ამ დრომდე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფრაზის გამოყენებას თავს არიდებდა, მათ შორის მაშინაც, როცა ჟურნალისტები კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: “მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა”
მანამდე, უკრაინამ ჰააგას სთხოვა, რომ გამოძიება დაიწყოს რუსეთის ომის დანაშაულებისთვის.