ყველა სიტყვა ავწონ-დავწონოთ. არც ერთ სიტყვაზე რომ არ გამოგედაონ ესენი. სიტყვით კი არ უნდა მოვაშოროთ, მდუმარედ გამოვიდეთ, დავდგეთ 100 ათასი და ევტუშენკოვი კი არ ჩამოვა ამის სანახავად, ეს წავა ციმბირში – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტს მოითხოვს, საქართველოს მთავრობა კი დათანხმდება.