შსს: ნიკა მელიას ბანერის დაზიანების საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელიას ბანერის დაზიანების საქმეზე ერთი დააკვეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს, მანქანიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათი ინფორმაციით, “პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი-პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share