უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა.
UNICEF -ის ინფორმაციით, კიდევ 3,3 მილიონი არასრულწლოვანი ამჟამად ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია.
,,თითოეული მათგანი ბავშვია, რომლის ცხოვრებაც დაინგრა, სამყარო თავდაყირა დატრიალდა“, – აღნიშნა მან.
გაეროს ცნობით, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ მცირე 150 ბავშვი დაიღუპა და 160 დაშავდა.