რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამბობს, მიშა უშლით ხელს, რომ არ აქვთ მხარდაჭერა? მე რა შუაში ვარ. თავიანთი პრობლემები აქვთ და გაჭირვებიათ, მე რატო უნდა ვაკომენტარო მუდმივად. ყველამ თავის პრობლემებს მიხედოს.
მე მაინტერესებს ამათი დამარცხება, მე მაინტერესებს ბრძოლა. ვისაც უნდა გამოგვყვეს, ვისაც არ უნდა გაგვატაროს, ის ხომ არ ვარ, დავიწყო, აბა, ვინ რა თქვა და მერე ამაზე დავიბოღმო. თქვენ თუ ამჩნევთ, საკმაოდ ცოტა ნაოჭი მაქვსა იმის გამო, რომ არავისზე არასდროს არ ვიბოღმები.
თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა TV პირველთან ინტერვიუში.