უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ონლაინ-შეხვედრა ხვალ, 21 მარტს გაიმართება.
როგორც უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით არახამიამ განაცხადა, მსგავსი ტიპის ონლაინ, სამუშაო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ მოლაპარაკებებში საექსპერტო ჯგუფები არიან ჩართული და ასეთი შეხვედრა დღესაც გაიმართა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.
რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, “დენაციფიკაციასა” და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.
ამასთამ უკრაინული მედიის ინფორმაციით, “რუსულმა მხარემ პოზიცია შეარბილა, თუმცა უკრაინა მზად არის ბოლომდე იბრძოლოს”.