რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას აპირებს. სამიტს ამ წლის ბოლოს ინდონეზია უმასპინძლებს. ამის შესახებ ჯაკარტაში რუსეთის ელჩმა, ლუდმილა ვორობრიოვმა ისაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის G20-დან გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ.
“არა მხოლოდ G20, ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გაძევებას…დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია”. – აცხადებს რუსეთის ელჩი ინდონეზიაში, ლუდმილა ვორობიოვა.
დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთის პირდაპირი გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დაადებენ ალიანსის სხვა წევრები, მაგალითად: ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი.