მენის კუნძულის ხელისუფლებამ 8 რუსი ოლიგარქის თვითმფრინავებს რეგისტრაცია გაუუქმა.
საავიაციო რეესტრის თანახმად, თვითმფრინავები სავარაუდოდ ეკუთვნოდა ალიშერ უსმანოვს, Severstal-ის თანამფლობელს ალექსეი მორდაშოვს, არკადი და ბორის როტენბერგებს და Uralkhim-ისა და Uralkali-ის თანამფლობელს დიმიტრი მარალს.
რეგისტრაცია გაუუქმეს ვერტმფრენებსაც, რომლებიც სავარაუდოდ ალიშერ უსმანოვისა და რომან აბრამოვიჩის საკუთრებაში იყო.
მედიის ინფორმაციით, რეგისტრაციის გარეშე დარჩა არასანქცირებული მილიარდერების თვითმფრინავებიც: Falcon 8X, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის TCS Group-ის თანამფლობელს ოლეგ ტინკოვს, Airbus A319 Monaco FC მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი და Gulfstream G650 Krasnodar FC მფლობელი სერგეი გალიცკი.
მედიის ცნობით, კუნძულის ხელისუფლებამ თვითმფრინავებს ლიცენზია ისე გაუუქმა, რომ ოლიგარქები ოფიციალურად არც კი გააფრთხილა.