უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი მოკლეს. შაროვი შავი ზღვის ფლოტის საზღვაო კორპუსის 810-ე გვარდიის პოლკოვნიკი იყო.
ის უკრაინელმა სნაიპერმა, 22 მარტს მარიუპოლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლა, თუმცა მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
ცნობისთვის, 20 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 3 კვირის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური, მათ შორის 6 გენერალია ლიკვიდირებული.