გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 170 ოკუპანტის ლიკვიდირება შეძლეს

უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. ჰაერსაწინააღმდეგ თავდაცვის ქვედანაყოფებმა 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით მიიტანა სარაკეტო იერიში ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობის კოლონებსა და ჯარების კონცენტრირების ადგილებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share