ჯო ბაიდენის ისტორიული და ყველაზე ემოციური ვიზიტი პოლონეთში – აშშ-ს პრეზიდენტი, დღეს, რუსულ სისასტიკეს გამოქცეულ უკრაინელ ბავშვებს ვარშავაში შეხვდა.
კადრები, რომელიც ამ შეხვედრიდან გავრცელდა, გულგრილს ვერავის დატოვებს, როცა მსოფლიო ლიდერი, პატარ უკრაინელ გოგონას საკუთარ სახლში ეპატიჟება.
ჯო ბაიდენის ეს ვიზიტი ისტორიული კიდევ ბევრი მიმართულებით იყო; ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთ – უკრაინის საზღვარზე ჩასვლა და უკრაინის მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ეს იყო პირდაპირი გზავნილი, სად დგას ახლა ცივილიზებული სამყარო და როგორ ცდილობს მსოფლიო, პუტინის ფაშიზმის უკრაინაში შეკავებას; “ომის დამნაშავე”, “სისხლიანი დიქტატორი” და “ყასაბი”- ამერიკის პრეზიდენტის სასაუბრო ლექსიკონში, ყველა ეს სიტყვა, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.
მთავარი არხი