შეთქმულება უკრაინაში ქართველი “ქურდების” სახელით – რუსეთი “კრიმინალურ ავტორიტეტს” არეულობას მოწყობას სთხოვდა

შეთქმულება უკრაინაში ქართველი “ქურდების” სახელით – რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში არეულობის მოწყობას ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს სთხოვდნენ. გეგა კილაძე, “კრიმინალური ავტორიტეტი” გეგა კილაძე თავად აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინის ციხეებში ბუნტი დაუკვეთა.
უკრაინის გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში 30 წლის “გეგა ოზურგეთსკი” თავად ყვება როგორ დაუკავშირდნენ მას სპეცსამსახურის წარმომადგენლები, როცა ის ჩერნიგოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

შუამავალი სავარაუდოდ, ასევე რუსი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ჩვენების მიხედვით კილაძე ამბობს, რომ უკრტაინის სხვადასხვა ტერიტრორიაზე დესტაბილიზაცია უნდა მომხდარიყო.

ცნობილია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ “გეგა ოზურგეთსკიმ” დატოვა ჩერნიგოვი. ერთ-ერთი ვერსიით “კანონიერი ქურდი” ციხიდან გაიქცა, მეორე ვერსიით კი ის უბრალოდ გამოუშვეს, თუმცა საბოლოოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალება არ შეასრულა. ის იკრაინის სპეცსამსახურებმა მოლდოვას საზღვართან დააკავეს, როცა “კრიმინალური ავტორიტეტი” უკრაინის დატოვებას გეგმავდა.

tia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share