მან საქართველო-აშშ-სმ პარტნიორობაზე ისტორიულ კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ ეს პარტნიორობა და მეგობრობა 30 წლის წინ არ დაწყებულა. პრეზიდენტმა გაიხსენა Voice of America-ს ქართული სექციის დამფუძნებლის სიტყვები საქართველოსთან მიმართებით.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის სოლიდარობის მნიშვნელობასა და ომში ქვეყნის დახმარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება – “სოლიდარობა ყველას გვევალება” – თქვა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ომის შემდეგაც საჭირო იქნება დიდი ჩართულობა აშშ-ს მხრიდან და ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის.
შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ“ განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ უკრაინელების დამსახურებით, ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა:
გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა, გვინდა ამერიკა, რომლის პრეზიდენტი დღეს იმყოფება პოლონეთში და იქ უცხადებს მხარდაჭერას, კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად, ჩვენთვისაც ვითხოვთ და მათთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო გაიმართა.