“ზელენსკისა და პუტინის შესახვედრად დოკუმენტები უკვე მზადაა” – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.
“დოკუმენტების პაკეტი უკვე მზადაა. ჩვენ უკვე შეგვიძლია პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს” – თქვა მან.