საქართველოს ეროვნული ბანკი ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკას განაგრძობს და რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთხელ – 0,5 პუნქტით, 11%-მდე ზრდის. შედეგად, დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14-წლიან მაქსიმუმზეა. ამაზე ძვირი ლარი 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ღირდა. 20 აგვისტოდან კი (აგვისტოს ომის შემდეგ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შემცირება დაიწყო და წლის ბოლოს 8%-მდე ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს სტაბილურად ამცირებდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დფიქსირდა, მაშინ რამდენიმე თვის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3,75%-ზე იყო.
2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო და საქართველოს ბაზრებზე მიმდინარე “ინფლაციური პროცესების შესაკავებლად“, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა დაიწყო. შედეგად, შარშან სებ-მა ეს განაკვეთი 8-დან 10%-მდე გაზარდა. 2022 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უკვე ორჯერ 0,5-0,5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაიზარდა.