სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ქორწინების მაჩვენებელი 41.5%-ით, ხოლო განქორწინება – 39.4%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის – 29 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის – 31.5 წელს შეადგენს.
ამასთან, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.