საქართველოში ყველაზე ცოტას განათლებაზე ხარჯავენ – აღნიშნულის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოქვეყნებულ კვლევაში წერს.
2020 წელის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტული განაწილების მიხედვით მოსახლეობა განათლებაზე მხოლოდ 2%-ს ხარჯავს, ყველაზე მეტს, 42,1%-ს კი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე.
სამომხმარებლო ხარჯები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: გაზზე და სხვა სათბობზე – 13.7%; ჯანმრთელობის დაცვაზე – 12%; ტრანსპორტზე – 9.8%; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე – 3.7%; საოჯახო მოხმარების საქონელზე – 3.5%, ხოლო სხვა სამომხმარებლო ხარჯები – 13,2%.
ჯეოსტატმა 2020 წელის ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, 7.6 პროცენტით ნაკლებია საშუალო თვიური ხარჯი.