სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია, ბო­ტოქ­სი, ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა, პრა­ი­მე­რი, კონ­სი­ლე­რი – ათა­სი წლის წინ ქა­ლებს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. თუმ­ცა, კოს­მე­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძვე­ლი დრო­ის ლა­მაზ­მა­ნებ­ზე იქ­მნე­ბო­და ლე­გენ­დე­ბი. კლე­ო­პატ­რას წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, დღე­საც იღე­ბენ ფილ­მებს. თა­ვის მოვ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ან­ტი­კურ პე­რი­ოდ­შიც ფლობ­დნენ ქა­ლე­ბი და ყვე­ლა ეპო­ქა­ში ზრუ­ნავ­დნენ სა­კუ­თარ სი­ლა­მა­ზე­ზე.

ბევრ ადა­მი­ანს დღე­საც აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ კანს და თმას ან­ტი­კურ ეპო­ქა­ში, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ახალ­გაზ­რდო­ბას და სხე­უ­ლის ლა­მაზ ფორ­მებს ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და და იც­ვლე­ბო­და თა­ვის მოვ­ლის ხერ­ხე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღემ­დე.

ძველი ეგვიპტე

ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბით. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი სა­ხის და სხე­უ­ლის კანს სა­გან­გე­ბოდ უვ­ლიდ­ნენ. 4000 წლის წი­ნაც კი, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი იღებ­დნენ შხაპს, იკე­თებ­დნენ ეპი­ლა­ცი­ას შაქ­რით და იცოდ­ნენ მა­სა­ჟიც. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, კლე­ო­პატ­რა რძის აბა­ზა­ნებს იღებ­და, რომ კა­ნის ელას­ტი­უ­რო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ან­ტი­კუ­რი ეპო­ქის დე­დოფ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფლობ­დნენ. ეს იყო ან­ტი­ა­სა­კობ­რი­ვი ნი­ღა­ბი თაფ­ლით, რძი­თა და ალო­ეს წვე­ნით. თმას კვერ­ცხის გუ­ლით, თაფ­ლით და ნუ­შის რძით იბან­დნენ. ასე­თი პრო­ცე­დუ­რა ამაგ­რებ­და თმას და აძ­ლევ­და ბუ­ნებ­რივ ბზინ­ვა­რე­ბას. კლე­ო­პატ­რამ ასე­ვე იცო­და სა­ხის კრე­მის რე­ცეპ­ტი, ალო­ეს, თაფ­ლის და გამ­დნა­რი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის გა­მო­ყე­ნე­ბით.

თუკი ძვე­ლად ეგ­ვიპ­ტე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი არა­სა­სურ­ველ თმას შაქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იშო­რებ­დნენ, დღეს თმის მო­ცი­ლე­ბა მარ­ტი­ვად, უსაფრ­თხოდ და სა­მუ­და­მოდ – ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო და სწრაფ სა­შუ­ა­ლე­ბას არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­სა­შო­რებ­ლად. კლი­ნი­კა „მე­დი­ში“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ო­თხე თა­ო­ბის ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია პა­ცი­ენ­ტებს და­უ­ჯე­რე­ბელ შე­დე­გებს აძ­ლევს. ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რით კა­ნის ზე­და­პი­რი არ ზი­ან­დე­ბა და ხდე­ბა რა­მო­დე­ნი­მე ფო­ლე­კუ­ლა­ზე ერ­თდრო­უ­ლად ზე­მოქ­მე­დე­ბა (თმის მო­შო­რე­ბა შე­და­რე­ბით დიდი ზო­ნი­დან დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში).

ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თი

სა­ბერ­ძნე­თი დღემ­დე ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ზე­თის ხი­ლის ბა­ღე­ბი­თა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თის წარ­მო­ე­ბით, რაც უძ­ვე­ლე­სი დრო­ის სი­ლა­მა­ზის მთა­ვარ რე­ცეპტს წარ­მო­ად­გენს. ათა­სო­ბით წლის წინ, ბერ­ძე­ნი ქა­ლე­ბი ზე­ი­თუ­ნის ზეთს იყე­ნებ­დნენ თმის­თვი­საც და კა­ნის და­სა­ტე­ნი­ა­ნებ­ლა­დაც. ისი­ნი ათ­ბობ­დნენ ზე­ი­თუ­ნის ზეთს, ის­ვამ­დნენ მას კან­ზე, თი­თე­ბის წრი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბით და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იჩე­რებ­დნენ. ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის კი­დევ ერთი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­მე­ტო­ლო­გი­ა­ში ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა – სამ­კურ­ნა­ლო თი­ხის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვად ჰი­პოკ­რა­ტემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ტრაქ­ტა­ტებ­ში წერ­და დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ თეთ­რი თიხა ხელს უწყობს ან­თე­ბის და სი­წით­ლის აღ­მო­ფხვრას კან­ზე, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, ამაგ­რებს თმას, ხოლო ლურ­ჯი თიხა ასუფ­თა­ვებს კანს, ამ­ცი­რებს აკ­ნეს და ფლობს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბებს.

პი­ლინ­გის ეფექ­ტის­თვის, ბერ­ძე­ნი ქა­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ ზღვის მა­რილს, რო­მელ­საც სქელ ნა­ღებს ურევ­დნენ. ის­ვამ­დნენ მას სა­ხე­ზე, რო­გორც სკრაბს და შემ­დეგ იბან­დნენ.

დღე­ი­სათ­ვის, სა­ხის წმენ­დის არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შო­რი­საა ულტრაბ­გე­რი­თი პი­ლინ­გი. აპა­რა­ტის ულტრაბ­გე­რი­თი ტალ­ღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის მიკ­რო მა­სა­ჟი, რაც ღრმად ასუფ­თა­ვებს კანს გარ­ქო­ვა­ნე­ბუ­ლი ეპი­დერ­მი­სი­სა­გან, გა­მო­აქვს ცხი­მო­ვა­ნი და სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის ცხო­ველ­ქმე­დე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, მა­კი­ა­ჟის ნარ­ჩე­ნე­ბი, შავი კა­მე­დო­ნე­ბი, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას. ულტრაბ­გე­რი­თი წმენ­და 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასუფ­თა­ვებს კანს. რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­ირ­ჩე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით.

ძვე­ლი ჩი­ნე­თი

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, თეთ­რი კანი ჩი­ნეთ­ში სი­ლა­მა­ზის უმაღ­ლეს პა­რა­მეტ­რად ით­ვლე­ბო­და. გა­რუ­ჯვის მო­დამ ჩი­ნელ ქა­ლებს გვერ­დი 21 სა­უ­კუ­ნე­შიც აუ­ა­რა. რაც უფრო ღიაა კანი, მით უკე­თე­სია. ამი­ტომ, უმ­რავ­ლე­სო­ბა ძვე­ლი ჩი­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­სა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სი­თეთ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და ღია ფე­რის კა­ნის მოვ­ლა­ზე. მა­გა­ლი­თად, „ფა­ი­ფუ­რის კა­ნის“ ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად, ჩი­ნე­ლი ქა­ლე­ბი კვერ­ცხის ცი­ლის და თაფ­ლის ნი­ღაბს იყე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც ფო­რებს კე­ტავ­და და კანს ათეთ­რებ­და. ჩი­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი ქალი – ცისი, კა­ნის გა­სა­თეთ­რებ­ლად იყე­ნებ­და მარ­გა­ლი­ტის ფხვნი­ლი­სა და ყვა­ვი­ლის ექ­სტრაქ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ ნი­ღაბს. ის ყო­ველ დი­ლით იკე­თებ­და სა­ხის მა­საჟს ნეფ­რი­ტის რგო­ლე­ბით, რაც ჩი­ნე­ლე­ბის აზ­რით, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.

ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია

ბი­ოს­ტი­მუ­ლა­ცია (ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია) კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის თე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დია, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­ჯან­სა­ღე­ბა, გამ­კვრი­ვე­ბა და და­ტე­ნი­ა­ნე­ბა. ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რი­სას ხდე­ბა კა­ნი­სა და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბა ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ლა­მა­ზი და ჯან­სა­ღი კა­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. პრო­ცე­დუ­რის შემ­დგეგ საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა, ხდე­ბა გლუ­ვი, ელას­ტი­უ­რი და და­ტე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა მცირ­დე­ბა წვრი­ლი ნა­ო­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და კანს უბ­რუნ­დე­ბა ჯან­სა­ღი ფერი.

ძვე­ლი სლა­ვე­ბი

სლავ ქალ­თა სი­ლა­მა­ზე­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, ვიდ­რე ბერ­ძნებ­ზე. ად­გი­ლობ­რივ ქა­ლებს სი­ლა­მა­ზის და ახალ­გაზ­რდო­ბის თა­ვი­ან­თი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ჰქონ­დათ. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნე­ბი დი­ლა­ო­ბით გვი­რი­ლის ან ას­კი­ლის ნა­ხარ­შით იბან­დნენ პირს. ნიღ­ბის სა­ხით იყე­ნებ­დნენ რძეს, არა­ჟანს, ნა­ღებს და კვერ­ცხის გულს. სა­ხის კა­ნის გა­სა­თეთ­რებ­ლად ამ­ზა­დებ­დნენ ოხ­რა­ხუ­შის ნა­ხარშს, ან კიტ­რის წვენს. აბა­ნო – ძვე­ლი სლა­ვე­ბის სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზის და ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­ცეპ­ტი იყო. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი სა­უ­ნა­ში აჩ­ქა­რებს მე­ტა­ბო­ლიზმს და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, კანს ხდის ელას­ტი­ურს და პრი­ა­ლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: