ტოქსიკური ნარჩენები: რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში – რას წერს Deutsche Welle?

გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ომ “დო­ი­ჩე ვე­ლემ“ (Deutsche Welle) გა­მო­აქ­ვეყ­ნა რე­პორ­ტა­ჟი, სა­თა­უ­რით: “ტოქ­სი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი: რო­გორ “ცხოვ­რობს“ და მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უდი­დე­სი ნა­გავ­საყ­რე­ლი“ (ავ­ტო­რე­ბი – ინ­გრიდ გერ­სა­მა, ნა­ტა­ლია ბერტრა­მი და ნა­თია შა­ვა­ძე), რო­მელ­შიც აჭა­რა­ში, ბა­თუმ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლის შე­სა­ხებ არის ლა­პა­რა­კი.

“ძრო­ხე­ბი ძველ პლას­ტი­კურ პა­კე­ტებს ღე­ჭა­ვენ, იცოხ­ნე­ბი­ან, თო­ლი­ე­ბი კი ნაგ­ვის ყო­ვე­ლი მან­ქა­ნის მოს­ვლას სი­ხა­რუ­ლის ჭყი­ვი­ლით ეგე­ბე­ბი­ან. ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ნაგ­ვე­ზე დიდ ტომ­რებს ცლის, რომ­ლებ­შიც საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბი, მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი და ათა­სო­ბით სხვა სა­გა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­გავ­საყ­რელ­ზე ნარ­ჩე­ნებს ღიად წვა­ვენ, ჰა­ერ­ში სა­ში­ნე­ლი სუნი ტრი­ა­ლებს: “შე­ხე­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს. აი, რას ვუ­კე­თებთ ჩვენს მშობ­ლი­ურ დე­და­მი­წას“, – ამ­ბობს გოჩა დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის მთე­ბის წინ დგას.

გო­ნიო ბა­თუ­მი­დან – შავი ზღვის “ლას-ვე­გა­სი­დან“ – და­ახ­ლო­ე­ბით ათი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. აქ ნა­გავს თით­ქმის მთე­ლი აჭა­რი­დან ეზი­დე­ბი­ან. ნა­გავ­საყ­რე­ლი 1965 წლი­დან არ­სე­ბობს, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის დრო­ი­დან. იმ დროს ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის მისი ფარ­თო­ბი 300 ათას კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ამ­ჟა­მად ნაგ­ვის მთე­ბის სი­მაღ­ლე ზღვის დო­ნი­დან 15-20 მეტრს აღ­წევს.

გოჩა დუმ­ბა­ძე 34 წლი­საა, იგი ნა­გავ­საყ­რე­ლის ახ­ლოს ცხოვ­რობს. მან ნარ­ჩე­ნე­ბის­გან სახ­ლიც კი აა­შე­ნა. აქვე ცხოვ­რობს კი­დევ ოცამ­დე ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც ნარ­ჩე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თავს ინა­ხა­ვენ. მათ­გან ზოგ­მა კა­ზი­ნო­ში ფული წა­ა­გო და გა­ღა­ტაკ­და, ზოგი აფხა­ზე­თი­და­ნაა გა­მოქ­ცე­უ­ლი… “ეს ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფაა“, – ამ­ბობს გოჩა და ხელს ყვი­თე­ლი ფე­რის ტბის­კენ იშ­ვერს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბით არის მო­წამ­ლუ­ლი და ამ­ბობს: “ბავ­შვე­ბი ავად ხდე­ბი­ან, როცა ტბის ნა­პირს უახ­ლოვ­დე­ბი­ან”.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად თით­ქმის მი­ლი­ო­ნი ტონა ნა­გა­ვი გროვ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ნაგ­ვის უტი­ლი­ზე­ბა 33 ოფი­ცი­ა­ლურ და 1000-ზე მეტ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ხდე­ბა. გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რო­მელ­ზეც გა­სულ წელს 84 ათა­სი ტონა ნა­გა­ვი მი­ი­ტა­ნეს ბა­თუ­მი­დან და აჭა­რის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი ნა­წილ­ში მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან, მაგ­რამ, რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, გო­ნი­ოს ნა­გავ­საყ­რე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტებს არ პა­სუ­ხობს. აშ­კა­რაა, რომ გო­ნი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ნა­გავ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ობს.

ამბები.გე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share