ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც “სამხრეთ ოსეთის” რუსეთზე მიერთებას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რო ქვეყანა ამ დღეში “ქოცურმა პროპაგანდამ” ჩააგდო.
“საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება! რუსეთმა დღეს გამოაცხადა, რომ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” საბოლოო მიერთებას აპირებს!!! და ამ დროს ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკი და მისი საკადრო პოლიტიკა ყოფილა!!! ღმერთო შენ უშველე ამ ქვეყანას!!!” – წერს ჟვანია.