ამერიკელი მსახიობი შონ პენი მთელი მსოფლიოს მილიარდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინისთვის 12 საბრძოლო თვითმფრინავი F-15 ან F-16 შეიძინონ, რომლებიც მონაცემებით რუსულ ავიაციას საგრძნობლად აღემატებიან.
მისი თქმით ამისთვის 300 მილიონი დოლარია საჭირო.
იგი ასევე აცხადებს, რომ მილიარდერებს შეუძლიათ შეიძინონ 200 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები.