“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს:
“ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო საორგანიზაციო–პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები. მაინტერესებს მაშინ რატომ მითხარით უარი სადეპუტატო სტატუსუს შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში? როდესაც მანამდე 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში. ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე არასაპატიოა? მოკლედ ასეთ იურისპუნდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?
იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ.მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი”, – წერს ნათელაშვილი ფეისბუქზე.