მორიგი დაბომბვა კიევში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

კიევის მერის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მტერმა ისევ მიიტანა ავიაიერიში დედაქალაქზე. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც:

“მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო! მტერი აგრძელებს დედაქალაქის დაბომბვას. პოდილსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ცეცხლი სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.” –  წერს კლიჩკო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share