მიწასთან გასწორებული და ნანგრევებად ქცეული ქალაქი. მარიუპოლი ფაქტობრივად აღარ არსებობს. შოკისმომგვრელია ის კადრები, რომელიც გმირი ქალაქიდან ვრცელდება. ერთთვიანი ბლოკადისა და მუდმივი იერიშის შემდეგ, მარიუპოლში სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა.
წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილი 100 ათასამდე ადგილობრივი რუსულ ბომბებს მიწისქვეშა ბუნკერებში ემალება. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა გზა, რომელიც მოსახლეობამ უსაფრთხო ადგილამდე უნდა გაიაროს, ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო საზარელია.
მთავარი არხი