რუსეთი “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზის საფასურს რუბლში გადაახდევინებს – შესაბამისი მექანიზმის შემუშავება პუტინმა ცენტრალურ ბანკს უკვე დაავალა და ერთკვირიანი ვადა მისცა.
“გადავწყვიტე, უმოკლეს დროში განვახორციელო ღონისძიებები ე.წ. “არამეგობრული ქვეყნებისთვის” მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადარიცხვის მიზნით. სავსებით აშკარაა, რომ ჩვენთვის აზრი არ აქვს საქონლის აშშ დოლარში, ევროსა და სხვა რიგ ვალუტებში მიწოდებას”,- განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია 7 მარტს განაახლა. ოკუპანტ ქვეყანას სიაში საქართველო წელს არ შეუყვანია.