დღეს, პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის ცემის ფაქტის შემდეგ პოლიციელის როლზე და მათ მიერ შეუსრულებელ მოვალეობებზე სოციალური ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
”მეც მანახეთ, სად პოულობთ ამ ღირსეულ პოლიციელებს. რომ წერთ, პოლიციელი გმირია, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავს და ასე შემდეგ. არ ვიცი, სად არიან, სად, რა ადგილებში ხვდებით თქვენ მათ. ვერ იქნება მაგ სისტემაში პოლიციელი ღირსეულად, რადგან სისტემაა ეგეთი. ღირსეულის ადგილი არ რჩება.
გამონაკლისები არსებობენ ალბათ, მაგრამ იზორიას ძმის ამბავი გაიხსენეთ. მაშინ პოლიციელმა შეასრულა მოვალეობა და გამოაგდეს. ანადგურებენ პროფესიულად და ადამიანურად.
– ახალგაზრდებს ურტყამენ.
– ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
– მიტინგებზე ხალხს ასისხლიანებენ.
– აქციის მონაწილეებს შეშას ართმევენ.
– 5 ივლისს ხელი არ გაუტოკებიათ.
– უსამართლოდ 2000-ლარიან ჯარიმებს წერდნენ კარანტინის დროს.
– არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე კოორდინატორებად აქციეს
– ქუჩის კრიმინალები თავზე ასხედან
– დაარბენინებენ ქართული ოცნების ოფისებთან.
– ივანიშვილის დაცვად არიან ქცეული.
ყველა პოლიტიკურ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და ყველაფერს ნულიდან არ ავაშენებთ, სულ ასე იქნება. პოლიციელები სულ ასეთები იყვნენ, რაც თავი მახსოვს.” – წერს ვახო სანაია.