“როგორ დავეშვით ასეთ ფსკერზე”?!

დღეს, პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის ცემის ფაქტზე საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ბაჩანა შენგელია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“უბედურება ის არის, კარის მიხურვა რომ მოესწრო ე.წ. პოლიციელს, არავინ დაიჯერებდა ამ საშინელებას, რაც ვიხილეთ. უამრავ ახალგაზრდას მოუყოლია ასეთი ფაქტები, ლუკა სირაძემ საერთოდ თავი მოიკლა პოლიციელის ზეწოლის გამო და შედეგი? აბსოლუტურად არაფერი, რიგით ჩოლოიანს შეაწმინდეს ხელი და ისიც მალევე გამოუშვეს.

დაველოდოთ ჩვენ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, მანამდე სახლში ვიჯდეთ, ჩაიაროს ჯერ ჩინურმა ახალმა წელმაც და ტემპერატურა აცდეს 15 გრადუსს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, როგორ დავეშვით ასეთ ფსკერზე?! ” -წერს შენგელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share