რუსი სამხედროების რიგი არ წყდება ბელორუსის ქალაქ მოზირში მდებარე რუსული ექსპრეს–ფოსტა СДЭК –ის ფილიალში. ისინი რუსეთში გზავნიან ნივთებს, რომლებიც დიდი ალბათობით უკრაინელების სახლებიდან მოიპარეს. ამის შესახებ ტელეგრამ არხი “Беларускі Гаюн” წერს.
თვითმხილველთა ინფორმაციით რუსი სამხედროები ფოსტის განყოფილებასთან კამაზებით მიდიან და იქიდან ტვირთავენ ნივთებს.
“ასევე გვატყობინებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ხოინიკის ფოსტის განყოფილებაშიც შევიდნენ და მოიკითხეს, შეიძლებოდა თუ არა საერთაშორისო გზავნილის გაკეთება. მათ დაუსვეს შეკითხვა, რის გაგზავნას აპირებდნენ, რაზეც პასუხი იყო: მობილური ტელეფონები, ნივთები“– ნათქვამია პუბლიკაციაში.
შესაბამისი ვიდეო მის ტელეგრამ არხზე გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ.
“ბინძური ნაძირლები, რომლებსაც გაუმართლათ და ცოცხლები გადარჩნენ, ბელორუსის საკურიერო სერვისებით გზავნიან თავის ბინძურ ხვრელებში მშვიდობიანი უკრაინელების ნაძარცვ ქონებას. ოკუპანტმა მოროდიორებმა არ იციან ომის კანონები. მათში გენეტიკურად არ არის ჩადებული არც ღირსება, არც სინდისი. ეს განუვითარებელი ველურები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ საკუთარ სახეს.“– დაწერა მან.