ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა.
„შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცობებით იმ ადგილებში, რომლებიც რუსეთმა დატოვა. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე.